პირველად ისტორიაში მეხუთე თაობის ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა F-35B Lightning II-მა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა და ავღანეთში თალიბანის სამიზნეებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამ მომენტს დიდი ყურადღებით ელოდნენ როგორც ამერიკის მეგობრები, ისე პოტენციური მოწინააღმდეგეებიც, რადგან, მიიჩნევა, რომ მეხუთე თაობის ავიაცია რადიკალურად შეცვლის ძალთა ბალანსს მსოფლიოში, რომელიც ისედაც ისედაც ამერიკისა დ ამისი მოკავშირეების მხარესაა.
F-35 27 სექტემბერს ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდის, USS Essex-ის გემბანიდან აფრინდა და ავღანეთში სამიზნეები დაბომბა.
თვითმფრინავი კომპანია Lockheed Martin-ის მიერ არის გამოშვებული. F-35B Lightning II რამდენიმე ფუნქციის მატარებელია-მისი გამოყენება შესაძლებელია სამხედრო-საჰარო ძალებს, ასევე მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაშვებისათვის და ა.შ.
ამჟამად მსოფლიოში კიდევ მხოლოდ ორი მოქმედი მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელია, ესენია იგივე Lockheed Martin-ის F-22 Raptor და ჩინური Chengdu J-20. რუსეთს თითქმის დასრულებული აქვს მუშაობა ამავე კლასის თვითმფრინავზე Su-57, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალებს 2019 წელს გადაეცემა. გარდა ამისა, ამ კლასის ავიაგამანადგურებლებზე მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ინდური HAL AMCA, თურქული TAI TFX, ჩინური Shenyang J-31 და იაპონური Mitsubishi X-2 Shinshin.