რეზონანსი
29.09.2018

 დადასტურებული ინფორმაციით, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 50 წლამდე ქალს შვილმა, 19 წლის ახალგაზრდამ ჭრილობა ყელის არეში დანით მიაყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მეზობლების თქმით, დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ჭრილობა საკმაოდ სერიოზულია, დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს განცხადებით, საქმე აღიძრა 11 პრიმა 117 მუხლით,  რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. აღნიშნული მუხლი 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×