(რეზონანსი) "პარტიზანი მებაღეობის" აქტივისტ ნატა ფერაძის ინფორმაციით, ვაკის სასაფლაოსთან დღეს გამთენიისას, ხეები მოჭრეს, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ ჭრა შეჩერდა.
მისივე თქმით, სამუშაოები მერიის დავალებით მიმდინარეობს და "ტროტუარის გაგანიერების მიზნით იჭრება ხეები".
მერიის მიერ "ნეტგაზეთისათვის" მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე "გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების სამუშაოები საფეხმავლო ბილიკისა და სკვერამდე მისასვლელი გზის მოწესრიგების მიზნით ტარდება".
"ეს შეეხება დაახლოებით, ათამდე ამონაყარ ხე-მცენარეს. სამუშაოების შედეგად, ბაგების აღმართზე არსებული სკვერი მოწესრიგდება და ფეხით მოსიარულეებსა და ველოსპორტის მოყვარულებს ჭავჭავაძის გამზირიდან საფეხმავლო ბილიკის გამოყენება უწყვეტად შეეძლებათ", - წერია განცხადებაში.