რეზონანსი
29.09.2018

 (რეზონანსი) ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში იმყოფებიან.

ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას ხვდება.

"აქედან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით სადისტურად მოკელს ჩემი შვილი. ამ ცხრა თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი და იგივე მესმოდა, რომ მკვლელი ვერ დგინდება, როგორც ვხედავ ხელისუფლებასაც ეჭვი ეპარება, ვთავაზობ წამოვიდეს ხელისუფლება, ამოვთხრი ჩემს შვილს და დაადგინონ მკვდარია თუ არა", - აგანაცხადა ზაზა სარალიძემ.

"მე და ბატონი სარალიძე 8 თვეა ქუჩაში ვართ. სამართალს ვერ ვპოულობთ. ქუჩაში მშიერი, მწყურვალი, ეს ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართლა ამ სისხლიანმა რეჟიმმა აგოს პასუხი ყველა იმ დანაშაულზე, რაც არის ჩადენილი პირადად ჩემს მიმართ, პანკისის ხეობის წინაშე", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×