უკრაინა-უნგრეთს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად ბუდაპეშტი აპროტესტებს უკრაინის გადაწყვეტილებას უნგრეთის საზვარზე განათავსოს თავისი საჯარისო ნაწილები. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო აცხადებს, „ეს ძალიან უჩვეულო რამეა, რომ მათ თავისი ჯარები გადმოჰყავთ ნატოს წევრი ქვეყნის საზღვარზე. რა მიზანს ემსახურება ეს, ამაზე პასუხი არ მაქვს“.
უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სამხედრო ნაწილების დასალეთისაკენ გადაადგილება იმითაა გამოწვეული, რომ მათ იმიერკარპატეთში სამხედრო ბაზის აღდგენა სურთ. თუმცა, ყველასათვის აშკარაა, რომ ეს უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე არსებულ სიტუაციასა და იქ მცხოვრებ უნგრელთა უმცირესობას უკავშირდება.
ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საგანმანათლებლო რეფორმაში, სადაც უცირესობას ეკრძალება საკუთარ ენაზე სწავლა. ეს ნორმა ევროპარლამენტმაც გააკრიტიკა.
ეს აკრძალვა უკრაინის ტერიტორიაზე, იმიერკარპატეთში კომპაქტურად მცხოვრებ უნგრელებსაც შეეხოთ, რასაც ოფიციალური ბუდაპეშტის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ, როგორც უკრაინის მხარე აცხადებს, კარპატებში უნგრეთის საკონსული ეთნიკურ უნგრელებს უნებართვოდ ურიგებს უნგრეთის მოქალაქეობას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს გაიწვიოს უნგრეთის კონსული, ხოლო პირებს ვინც უნგრეთის პასპორტები მიიღო, ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ უკრაინა და უნგრეთი საბოლოოდ შეძლებენ ამ კრიზისული სიტუაციიდან ისე გამოსვლას, რომ არცერთი მხარის ინტერესები არ დაზარალდეს.
„რაც შეეხება საკიხთს უნგრეთის საზღვართან უკრაინის საჯარისო ნაწილების განთავსებასთან დაკავშირებთი ამის შესახებ არ მსმენია. უნგრეთსა და უკრაინას შორის არის მტკივნეული საკითხები, თუმცა, იმედი მაქვს, რომ პრობლემა მოგვარდება და ეს ცივილიზებული დისკუსიის ფარგლებს არ გასცდება.
„ეს საჭიროა ორივე ქვეყნისთვის და ასევე რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.