28 სექტემბერს ღამით გორში შინდისის გმირთა მემორიალი დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი, რომელმაც მემორიალის განადგურება სცადა დაკავებულია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართილ საქმე-გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შსს-ში დანმაშავის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა „რეზონანსმა“ ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო.
პოლიტიკურ ექსპერტ მამუკა არეშიძის ცნობით, დამნაშავე ფსიქიკური პრობლემების მქონე 25 წლამდე მამაკაცია.
„ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა ინფორმაციას აჟღერებს დამნაშავის ვინაობასთან დაკავშირებით. მე მითხრეს, რომ ეს ადამიანი ფსიქიკურად არ არის ნორმალური, მთვრალი იყოო და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სცადა მემორიალის განადგურება.
„ზუსტი მიზეზი იმისა,თუ რატომ ჩაიდინა ეს, მაინც ვერ ამიხსნეს. სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება იყოს. თუ შეთქმულების თეორიის მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა ვთქვათ, რომ ვიღაცამ სპეციალურად შეასრულა ეს დაკვეთა, რათა ხალხში განსაკუთრებით მწვავე რეაქცია გამოეწვია და ა.შ. მაგრამ ამჟამად ამის დამადასტურებელი არგუმენტი არ მაქვს.
„რაც ვიცი, ისაა, რომ ეს არის ქართველი, 25 წლამდე მამაკაცი, რომელიც არანორმალურია და რომელმაც სიმთვრალეში ასეთი რამ გააკეთა“, - ამბობს მამუკა არეშიძე.