ეკატერინე ბასილაია
30.09.2018

 სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ორი მთავარი კონკურენტის დებატებში გამოწვევა შეცდომაა, ხოლო გამოწვევის ასეთი ფორმა იმაზე მიანიშნებს, რომ ზურაბიშვილს ნერვებმა უმტყუნა, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არასტაბილურია და „ნაციონალ“ გრიგოლ ვაშაძესა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ დავით ბაქრაძესთან დებატებისას ამომრჩეველი მისგან კიდევ რამდენიმე „მაგრალიტს“ მოისმენს, რომლის გამოც შემდგომში გააშარჟებენ.

„როგორც ჩანს, ის სტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ არის. მას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერით პირდაპირ შეგრიალდებოდა პრეზიდენტის სასახლეში, მაგრამ ახლა საკმაოდ აგრესიულად უტევენ მას, ხშირ შემთხვევაში წითელ ხაზებსაც კი კვეთენ და მას ნერვებმა უმტყუნა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო.

„ეს ადამიანი შინაგანად საკმაოდ არასტაბილურია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ასე რომ, ეს მისი მხრიდან იყო შეცდომა, მაგრამ, როგორც ჩანს, თვლის, რომ სხვა გზა არ აქვს.

„როგორც ჩანს, ის ძალიან შეშფოთებულია, ხვდება, რომ საქმე რაღაც კარგად ვერ მისდის და შეგნებულად მიდის გამწვავებაზე, რომ სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ამ სამი ადამიანიდან, თუ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვლაპარაკობთ, არც ერთი არ ვარგა და არც ამომრჩეველს არ უნდა არც ერთი. რაც შეეხება ლაპარაკის მანერას, ვფიქრობ, რომ არც ერთს არ ეშლება ლაპარაკი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ისეთ მარგალიტს ისვრის, რაზეც წამოიკიდებენ და შემდეგ ამის გაშარჟების პროცესებსაც ვიხილავთ," - ამბობს ხუხაშვილი.

ვრცლად ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ „რეზონანსის“ ორშაბათის, 1-ლი ოქტომბრის ნომერში („მთელი კვირა“)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×