რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი.

„იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება. ჩვენ რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება გვსურს, არაერთი საკითხი უკვე მოგვარებულია, თუმცა პოლიტიკური შემადგენელი კვლავ მოუგვარებელი რჩება. ჩვენ ვეცნობით ქართული მხარის განცხადებებს და ვხედავთ, რომ ის რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი. გულს გვიტეხს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი კრიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მისამართით ისმის.

მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და იმედი აქვს, რომ წინასაარჩევნო ატმოსფერო ანტირუსული ხასიათის შემცვლელი არ იქნება", - განაცხადა კარასინმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×