რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) პროკურატურამ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის,მალხაზ კობაურის ხადის ხეობაში ჩაყვანაზე უარი განაცხადა. ამან კობაურის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია.

-იქ რომ წასულიყვნენ, ბევრ რაღაცას აეხდებოდა ფარდა. იციან, იქ რაც მოხდა. ჩემი შვილი რისი გამკეთებელი იყო, ისიც კარგად იციან, მაგრამ თვითონ სამარეს გაითხრიდნენ და იმიტომ არ წავიდნენ; იმიტომ არ წავიდნენ, რომ ეს არის მათი, მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა, - ამბობს კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი.

დაცვის მხარის ინფორმაციით, პროკურატურა თავის თავზე ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

-ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი, - განაცხადა დვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×