„ამ სისტემების არსებობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ რადიო-ელექტრონული დაზვერვის კუთხით უფრო დიდ მანძილზე შევიტყოთ რომელმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს ჩვენი საჰაერო სივრცე.
„შეგვეძლება დავიცვათ ჩვენი შენაერთები, ბრიგადისა და ბატალიონების დონეზე. ასევე, შესაძლებელია დედაქალაქში მოხდეს სტრატეგიული ობიექტების დაცვა მინიმალურ დონემდე" - ასე აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია იმ ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს და ვერტმფრენებს, რომლებიც საქართველომ საფრანგეთისა და აშშ-სგან მიიღო.
სამხედრო ავიაციის დღის აღსანიშნავად, ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე წარმოდგენილი იყო, ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების გათვალისწინებით მიღებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო სისტემები, რომელთა საშუალებითაც საქართველოს საშაუალება ეძლევა უკეთესად დაიცვას თავის საჰაერო სივრცე.
„რეზონანსს" მაისაიამ განუცხადა, რომ ეს ის სისტემაა, რომელიც რუსეთთან ომის პერიოდში ჰქონდა საქართველოს და რომლის გასანადგურებლადაც რუსებმა ბევრი რამ გააკეთეს.
მისი თქმით, ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკება აღნიშნული ტექნიკის მისაღებად თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდშიც მიმდინარეობდა და უფრო ადრეც დაიწყო.
„ეს არის ის სისტემა, რომელიც რუსეთთან ომის პერიოდში გვქონდა. ფრანგული სისტემა, რომელიც, ფაქტობრივად, პასიური საჰაერო დაზვერვის პირველი ფრანგული სისტემა იყო. რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გაენადგურებინათ ეს ფრანგული სისტემა და როგორც ჩანს, იგივე სისტემაზეა ახლაც საუბარი.
„ფრანგული სისტემა „სპაიდერი," რომელზეც თინა ხიდშელის დროს და მანამდეც მიმდინარეობდა მოლაპარკები, ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე იმოქმედებს. ეს არის 10 კილომეტრ/დიაპაზონი და მას რამდენიმე მიზნის დაჭერა შეუძლია. მისი მოქმედების რადიუსი, სავარაუდოდ, არ უნდა აღემატებოდეს 70-100 კილომეტრს, შესაძლოა იყოს 130-მდეც კი.
„ამ სისტემების არსებობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ რადიო-ელექტრონული დაზვერვის კუთხით უფრო დიდ მანძილზე შევიტყოთ რომელმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს ჩვენი საჰაერო სივრცე.
„ამ სისტემით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შენაერთები, ბრიგადისა და ბატალიონების დონე. გარკვეულწილად, შესაძლებელია დედაქალაქში მოხდეს სტრატეგიული ობიექტების დაცვა მინიმალურ დონემდე," - აღნიშნა მან.
მაისაიას განცხადებით, საუბარია „იროკეზების" სისტემასა და „აპაჩის" ტიპის ვერტმფრენების შეძენაზეც. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიური განვითარება ძალიან სწრაფად ხდება და ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთს ამ მხრივ საკმაოდ მძლავრი აღჭურვილობა აქვს.
„ეს არის „იროკეზები"-ს სისტემა, რომელიც 2002 წელს გადმოგვეცა. ისინი მოხმარებიდან გადის და ბუნებრივია, ამათი შევსება მოხდება იმისთვის, რომ მათ ექსპლუატაციის ვადა გაუგრძელდეთ.
„შესაძლოა იყოს საუბარი „აპაჩის" ტიპის ვერტმფრენების შეძენაზეც. მეორე პლუს თაობის „აპაჩის" ვერტმფრენზე თუ არის საუბარი, ზუსტად არ ვიცი. სამხედრო შენაერთები და სამხედრო ობიექტები მინიმალური დონეზე იქნება დაცული. ასევე, იქნება დაცული გარკვეულ სტატეგიული ობიექტები ქალაქში.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს სკამოდ ძლიერი მტერი. მითუმეტეს, რომ ტექნიკა ბევრად უფრო წინ წავიდა. რაც 2013-2014 წელს იყო კარგი, ამ 5 წლის განმავლობაში სიტუაცია იმდენად შეიცვალა ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, რომ ეს შესაძლოა უკვე მოძველებულიც კი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ მხარეს გააჩნია ახალი ტიპის შეიარაღება, ამ ყველაფრის ფონზე ბრძოლა შეიძლება არც თუ ისე ეფექტური იყოს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზენიტო სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და ეფექტურია, როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისთვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად, - აცხადებს „ინტერპრესიუსი."
ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთელ-სატესტო ბაზა.
ამერიკის შეერთებული შტატების მხარის დახმარებით ასევე მიმდინარეობს ვერტმფრენების პარკის განახლება და მოდერნიზაცია.
„ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებობების მქონე შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვას", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო „ინტერპრესნიუსთან."