რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ,,ომეგა" ჯგუფთან დაკავშირებულ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,ეს რა უბედურებაა, რომ საქართველოში, უკვე რამდენიმე წელია სიტყვა , "გაუპატიურებით დაემუქრენ " გვესმის და თან ხშირად, მამაკაცი ემუქრება მამაკაცს გაუპატიურებით?!-- რა ხდება ხალხნო, ვერ გავიგე- ყოფილი ხელისუფლების დროს, ეს სიტყვა ცუდად და დანაშაულებრივად ჟღერდა და ახლა "სიმპათიურად", ინტელიგენტურად და "საოცნებოდ" გესმით??? დანაშაულებრივი ქმედება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ჩემთვის, ყველა ხელისუფლების დროს - უბედურებაა - მე ყოველთვის, წინააღმდეგი ვიყავი და რაც შემეძლო ვებრძოდი , ( ყოფილი ხელისუფლების დროს) უსამართლობას, ადამიანის შეურაცხყოფას, ყველანაირ კანონდარღვევას- მე ახლაც იგივეს ვაკეთებ! თქვენ? ("ზოგიერთს" ყველაფრით კმაყოფილს ვეკითხები )- შოკში ვარ"- წერს ჩარკვიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×