რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდებ. რამდენიმე წუთის წინ მედიამ გაავრცელა ე.წ. ფოტო სქრინი, საიდააც სატელეფონო ამონაწერებია, რომლითაც ფარცხალაძის და ლევან ყიფიანის ხშირი კონტაქტი დასტურდება.

საუბარია ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ მილიონების გადარიცხვამდე ყოფილი მთავარი პროკურორი თანხას ითხოვდა ამ მიზნით გამუდმებით რეკავდა ლევან ყიფიანის ტელეფონზე.

სატელეფონო ზარების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

ზაზა ოქუაშვილმა სკანდალური განცხადება გუშინ გააკეთა და თქვა, რომ მას 4 მილიონი პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა. თანხა კი თიბისი ბანკიდან ლევან ყიფიანმა თანმხლებ პირთან ერთად ე.წ. "ქეშად" გამოიტანა. დღეს გავრცელდა ფოტო მასალაც, სადაც ჩანს თუ როგორ ართმევენ თანხას თიბისი ბანკთან შავი ჯიპებით მყოფი შეიარაღებული პირები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×