რეზონანსი
01.10.2018

 (რეზონანსი) თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჩხეიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

„მოვედი, რომ შევასრულო ჩემი ვალდებულება და ვუთხრა გამოძიებას ყველაფერი ის, რაც ვიცი. შევალ პროკურატურაში, ვნახავ როგორ განვითარდება იქ მოვლენები და მერე უფრო სწორ და ამომწურავ კომენტარს მოგაწვდით",- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა „საქართველოს ბანკთან" მიმართებაში „ომეგა ჯგუფს" 84 მილიონი ლარის ფინანსური ვალდებულებები, როგორც ჩხეიძე ამბობს, ასეთ საკითხებზე ინფორმაციას დირექტორები ფლობენ.

„მე ვარ დეპუტატი და ბიზნეს კომპანიის ყველა ფინანსური საკითხზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა გპირდებით, ამას მოვიკითხავ და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას, -განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, მათ ამ საკითხზე გამოხმაურება საჭიროდ არ ჩათვალეს.

ჩხეიძე ამბობს, რომ სწორედ ამის გამო დატოვა პარტია, 8 ოქტომბერს კი ფრაქციის დატოვებასაც გეგმავს.

ამასთან, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ნატო ჩხეიძის პროკურატურაში მისვლა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელობას სურს გამოძიებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

„ქალბატონი ნატო აპირებს ისაუბროს და სრული ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, იმ უსამართლობებთან დაკავშირებით, რაც ხდება „ომეგა ჯგუფსა" და ტელეკომპანია „იბერიასთან" მიმართებით,"- განაცხადა ადვოკატმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×