არასამთვრობო ორგანიზაცია IDFI კვლევას აქვეყნებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელების ანაზღაურებაა მოცემული. კვლევის თანახმად, 2017 წლს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თითოეული წევრის დეკლარირებულმა შრომის ანაზღაურებამ დაახლოებით 190 000 ლარს მიაღწია. კომისიაში 4 წევრი შედის - ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძე, ვახტანგ აბაშიძე და მერაბ ქათამაძე. კომისიის თავმჯდომარე კი კახა ბექაურია.
IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მაღალი ანაზღაურება ფიქსირდება სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების თვალისაზრისით“. ასე მაგალითად, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ანაზღაურება 2017 წელს 273 370 ლარი იყო, რაც თვეში 19 780 ლარის ტოლია.
აღსანიშნავია, რომ სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას საბჭო მართავს, რომელიც 6 წევრისგანაა დაკომპლექტებული. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კი სულხან ზუმბურიძეა, სწორედ მისი ანაზღაურება შეადგენს თვეში თითქმის 20 000 ლარს.
2017 წელს სს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ანაზღაურება 336 000 ლარს შეადგენდა, რაც თვიური 28 000 ლარის ტოლია.