რეზონანსი
02.10.2018

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩვეულ სტილში ეხმიანება მისი და ბიზინა ივანიშვილის შედარებას:

"ამ დღეებში გავიგე ბევრჯერ, რომ "უჰ, სააკაშვილიც და ივანიშვილიც ერთი და იგივეა". მე მინდა იმ ხალხს ვუთხრა, ვინც ამას ამბობს - თქვენ სკლეროზი ხომ არ გაქვთ და რამსები ხომ არ აგერიათ? რანაირად ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე. მინდა კარგად მომისმინოთ და იდოტიზმს და სისულელეებს თავი დაანებეთ. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, ჩემი მმართველობის 9 წლის განმავლობაში, შემცირდა 2.01 ლარიდან 1.65-მდე, ხოლო მისი მმართველობისას 1.65-დან 2.61-მდე, კბილებით უჭირავთ. ამხელა ტურიზმი დავუტოვე და გუშინწინ იყიდა 10 მლნ დოლარი თუ 3 დღის წინ ეროვნულმა ბანკმა და ძლივს უჭირავთ, რომ 3.0-მდე არ ავარდეს ლარი", - აცხადებს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×