სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო ორ ქვეყანას შორის ვითარება დაიძაბა. როგორც „ბიბისი" იტყობინება, მომხდარის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტინსმა პეკინში ოქტომბერში დაგეგმილი ვიზიტიც კი გადადო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკული საბრძოლო კრეისერი Decatur სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მთავრობის ნებართვის გარეშე შევიდა. მისი მიმართულებით დაუყოვნებლივ გაიგზავა ჩინური საესკადრო ნაღმოსანი Luyang.
ამერიკულ ხომალდთან მიახლოების შემდეგ, ჩინელმა მეზღვაურებმა მისი იდენტიფიცირება მოახდინეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
ამერიკული წყაროების ცნობით კი, Luyang-მა ამერიკული ხომალდის სიახლოვეს „სახიფათო და არაპროფესიონალური" მანევრი ჩაატარა, Decaturs 41 მეტრამდე მანძილზე მიუახლოვდა. შედეგად, ამერიკული ხომალდი იძულებული გახდა მისთვის გვერდი აექცია, რათა შეჯახება აეცილებინდა თავიდან.
სამხეთ ჩინეთის ზღვას ოფიციალური პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა ამ ზღვაში მდებარე რამდენიმე კუნძულზე ასევე პრეზენზიას აცხადებენ მალაიზია, ვიეტნამი, ფილიპინები და ტაივანი.