რეზონანსი
02.10.2018

 (რეზონანსი) "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ფეისბუქზე შემდეგი სახის სტსტუსს აქვეყნებს:

"ქართული ოცნება" განძარცვულია ყოველგვარი ლეგიტიმაციისგან. ერთადერთი სიკეთე, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას და თავის თავს გაუკეთოს, ეს არის საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების გადაბარება - ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით. 2012 წლისგან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. ხალხს მაშინ ჰყავდა პოლიტიკური სამიზნე, რომელიც გადაირჩია, ახლა კი ვითარება ბევრად მძიმეა - გვყავს ბუტაფორიული მთავრობა და ქვეყანას მართავს დონ ბიძო", - წერს ქარდავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×