(რეზონანსი) კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„კიევთან ახლოს ქალი ცდილობდა შვილი დანით მოეკლა, რადგან სიღატაკესთან ბრძოლით დაიღალა. რა საზიზღარი რამაა სიღატაკე! მას ყველა მხრიდან ვიცნობ! ის ადამიანს ამცირებს! ხელისუფლებამ მუდამ უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს ყოველი უბრალო ადამიანი მათ ქვეყანაში და დაეხმაროს, დაეხმაროს, დაეხმაროს - მხოლოდ ამით უნდა იყოს დაკავებული. ყველაფერი დანარჩენი, სიცოცხლესთან შედარებით, უაზრობაა!
ბელაია ცერკოვში ადგილობრივი ქალი ეჭვმიტანილია 13 წლის ვაჟის საკანცელარიო დანით მკვლელობის მცდელობაში, - ამის შესახებ ოლქოს პროკურატურის პრესცენტრი იუწყება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამა წლის სექტემბერში ფულთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ქალბატონი დეპრესიაში ჩავარდა და რაღაც მომენტში გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრებას სიკვდილი ჯობია.
მან აიღო საკანცელარიო დანა, მივიდა ვაჟის საწოლთან, სადაც მას მშვიდად ეძინა და ყელის გამოჭრა დაუწყო. ბიჭმა მისგან გაქცევა და სააბაზანოში ჩაკეტვა მოახერხა. ამის შემდეგ ქალმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ბოლოს „სასწრაფო დახმარება" გამოიძახა. ახლა ქალი დაკავებულია, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება გრძელდება", - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე