რეზონანსი
03.10.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოქუაშვილის განცხადებები იტალიურ სერიალს გავდა და მოსალოდნელია, რომ სხვა ჩანაწერებიც გამოქვეყნდეს.

"როდესაც ქართული ოცნება აღმოჩნდება ასეთ მძიმე სიტუაციაში და ისინი ასეთ მძიმე სიტუაციაში უკვე 6 წელია არიან, იწყება ისტერიკა, პირადი შეურაცხყოფები. გადადიან 9 წელზე ლაპარაკზე და სხვა აპრობირებულ მეთოდებზე რომელიც დიდი ხანია ქართულ საზოგადოებაზე არ მუშაობს. საქმეს მიხედონ სჯობია იმიტომ, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს საქმე მათთვის. ის რაც ოქუაშვილმა თქვა ინტერვიუში მართლა იტალიურ სერიალს გავდა. თუ გახსოვთ, რვაფეხა რომელიც იტალიურ მაფიაზეა და რომლის მთავარი გმირიც გადმოხატულია, თვითონ უკეთესად იციან ეს სერიალია თუ არ არის სერიალი, მაგრამ ფირები და ჩანაწერები კიდევ იქნება, ეს ფაქტია

" - განაცხადა ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×