(რეზონანსი) პროექტს „ცეკვავენ ვარსკვლავები" საზოგადოება ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელოდება და ყველაზე მეტად მონაწილეთა ვინაობა აინტერესებს.
უკვე ცნობილია, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების" ე-8 სეზონში ლალი მოროშკინაც იცეკვებს.
„ცამ-ცარამცამ-ცამ-ცამ-ცამ
არ ჩამქოლოთ ახლა!
ჩემი თაობის სახელით 8 ოქტომბრიდან ვერთვები ბრძოლაში!
დავიკელი 10კგ.
ყოველ დღე 6 საათი ვვარჯიშობ!
ხაჭოს დანახვაზე უკვე მაკანკალებს, მაგრამ რა გაეწყობა, მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც უმშვენიერესი
ქართველი და უკრაინელი ლამაზმანები მიგაკრავენ ეკრანს, თქვენი 48 წლის, მეორე შვილიშვილის მოლოდინში
მყოფი მონა-მორჩილიც ხომ უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე?
მოკლედ ანგარიშს გზადაგზა ჩაგაბარებთ" - წერს ლალი მოროშკინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე