რეზონანსი
03.10.2018

 იტალიაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე ეხება 1-ელ სექტემბერს, ქალაქ ავეტრანაში მომხდარ ინციდენტს.  კარაბინიერებმა  დააკავეს  40  წლის  ქართველი , რომელიც მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ბ. დანით დაესხა თავს გერმანიის მოქალაქეს და ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. დაჭრილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც კარაბინიერებმა დაადგინეს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველის მიერ ნაქირავებ ბინაში სახლის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი მივიდნენ. მათ გ.ბს ქირის გადახდა მოთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

"ჰერეთის" ინფორმაციით, დაკავებული ქართველი, ტარანტოს ციხეშია გადაყვანილი. გამოძიების ცნობით, ის მანამდე ნასამართლევი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×