რეზონანსი
04.10.2018

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივი სროლა თავდამსხმელსა და პოლიციას შორის მსხვერპლით დასრულდა. ბოლო ინფორმაციით, დაჭრილია 6 სამართალდამცველი, 1 კი დაიღუპა. პოლიციელები

იმ სახლში მივიდნენ, სადაც უცნობმა პირმა მძევლად აიყვანა ბავშვები და რამდენიმე საათის განმავლობაში მათი მოკვლით იმუქრებოდა. შტურმის მცდელობისას მან პოლიციელებს ესროლა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით დამნაშავე თავად ჩაბარდა პოლიციას. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×