"ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ იგი ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად ემზადება"- ასე აფასებს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რა სიახლეებით და ახალი მესიჯებით შემოვიდნენ პოლიტიკურ ბაზარზე არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატები?
იგორ კვესელავა: საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კაპანიაში სიახლეს ვერ ვხედავ და არც ახალი მესიჯები მსმენია, თუ არ ჩავთლით ოპოზიციის მესიჯებს, რომელიც 400 ლარით პენსიის, ხოლო მასწავლებელების ხელფასის 1000 ლარით გაზრდას ეხება.
ჩვენმა მოსახლოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ანუ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, რომელსაც კანსტიტუციის ახალი რედაქციით შეზღუდული უფლებები აქვს, საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა?
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანია ძირითადად "ოცნების" ხელისუფლების დამხობაზეა აგებული. "ნაცმოძარაობამ" ძალიან კარგად იცის, რომ მისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ახლა სხედან შტაბში და ემზადებიან თუ როგორ შექმნან დაძაბული სიტუაცია 28 ოქტომბრამდე.
28 ოქტომბერის შემდეგ კი არჩევნების გაყალბების საბაბით ქვეყნის მასშტაბით დაიწყონ გამოსვლები და ქაოსური სიტაცია შექმნან, ამ გეგმის ავტორი კი ყველამ ძალიან კარგად იცის...
"რ": თუ მიშა სააკაშვილს გულისხმობთ, იგი არც მალავს, რომ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, იგი რევოლუციას მიიღებს.
ი.კ: მიხეილ საააშვილს არ აქვს იმის პოლიტიკური რესურსი, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყოს. რევოლუცია მხარდაჭერილი არ იქნება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
შეიძლება სადაღაც 20 -30 კაციანი გამოსვლები იყოს და ეს საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებალია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მასაშტაბით "ნაცმოძრაობა" ვერ შეძლებს შექმნას ქაოსი. ამას არც ხელისუფლება დაუშვებს.