საქართველოს პრეზიდენტი ლევან ყიფიანის სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ყიფიანს ზურგი შეაქციეს: "დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი და ამბობს, რომ თანამებრძოლის გაწირვა ცუდად დაუბრუნდებათ.
"თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს, ვინც თქვენიანი იყო, ასე რომ გაწირავთ, არც თქვენ დაგიბრუნდებათ კარგად. ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ვიყავით მინისტრთა კაბინეტის წევრები. ყიფიანთან ერთად ვიდექი, ვისთან ერთადაც ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლები დღეს არიან ხელისუფლებაში, მაშინ კი ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ. არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ", - განაცხადა პრეზიდენტმა.