სომხეთში ისევ მასშტაბური აქციები დაიწყო. ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და სომხური სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდრი ვან ბაიბურთი იმედოვნებს, რომ სომხეთში ხალხის ხმა გაიმარჯვებს და მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური წრეების წინააღმდეგობისა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება.
ვან ბაიბურთი: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინანმა განაცხადა, რომ ის გადაგება, თუმცა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩება. სავარაუდოდ ნოემბერ- დეკემბერში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩემი აზრით, ცოტა უცნაურია პარლამენტის გაჯიუტება, რადგან როდესაც ხალხის დიდი მხარდაჭერით მოდის ახალი მთავრობა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება პარლამენტის დათხოვნა. ხალხი ითხოვს ცვლილებებს, იმედი აქვთ, რომ ფაშიანინის მთავრობა შეძელს გაატაროს ცვლილებები და ქვეყანაში სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ მომენტისთვის ფაშინიანს არ გააჩნია ის ბერკეტები, რომ ეს ცვლილებები გაატაროს. ამას სჭირდება მთავრობის და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევა.
ფაქტია, რომ ფაშინიანი წარმატებებს აღწევს. 10 დღის წინ ერევანში ჩატარდა მერის არჩევნები და ფაშინიანის პარტიამ 81%-ი აიღო. 17 სექტემბერს, როდესაც მან ხალხს მოუწოდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება, მარტო ერევანში 300-ათასიანი მიტინგი ჩატარდა, ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სომხეთში სიტუაცია არ დაიძაბოს და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ხმა გაიმარჯვებს" - ამბობს ვან ბაიბურთი.