მარიამ კუპატაძე
05.10.2018

 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ამინდს, დასავლეთ საქართველოში ამ დღეებში ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი, ტემპერატურა 30-32 გრადუსის ფარგლებში. 5 ოქტომბრიდან ველოდებით ტემპერატურის მკვეთრ დაცემას 15-20 გრადუსამდე და შესაძლებელია უფრო დაბალი ტემპერატურაც იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დედაქალაქში - 18-20 გრადუსის ფარგლებში.

5 ოქტომბერს ძირითადად ნალექს ველოდებით დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, მაგრამ მალე გამოიდარებს, თუმცა გავრცელდება ცივი ჰაერის მასები მთელ საქართველოში. მაღალმთიან რეგიონებში დაბალი ტემპერატურაც დაფიქსირდება. თუ სადმე ნალექი შერჩა მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლის სახით მოვიდეს.

ცივი და ნოტიო მასების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ ხანმოკლეა. დასავლეთ საქართველოში 6 ოქტომბრიდან გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ორ დღეში ქარი ჩადგება, თუმცა ტემპერატურა კიდევ დაიკლებს. 7 ოქტომბერს, ღრუბლიანი ამინდია და 12-13 გრადუსის ფარგლებში ტემპერატურა დაფიქსირდება. 8 ოქტომბრიდან ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში", - აღნიშნა " ინტერპრესნიუსტან" საუბარში სვეტლანა ნიორაძემ.თბილისში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება, - ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.

„ყველაზე მეტი - ხუთი შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი.

ხის წაქცევამ ერთი ავტომანქანა დააზიანა ისანი - სამგორის რაიონში.

ორი შეტყობინება შემოვიდა დიდუბე - ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია.

ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე - მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.გლდანში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ორი ავტომობილი დააზიანა, ისანი-სამგორის რაიონში კი ერთი ავტომობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის უწყებაში შესულია ათი შეტყობინება, ყველაზე მეტი - გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. გლდანში დღეს, დილით ხის წაქცევის შედეგად სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში ქვეითად მოსიარულე ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

ამაღამ საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი. დღეს, მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს 20-25 მეტრი წამში.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×