რეზონანსი
05.10.2018

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში წერენ, რომ თბილისის აეროპორტში ბარგს აღარ ამოწმებენ.

,,ვინმემ თუ იცის, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოება საერთოდ მოხსნილია? აღარ მოწმდება არც ერთი სამგზავრო ჩანთა სკანერზე. ღადაობენ თუ?!", - წერს პაატა თაბუკაშვილი.

,,ახლობელს ვაცილებდი. არავის არაფერი შეუმოწმებია. მხოლოდ ბილეთების რეგისტრატორმა ერთი ცალყბად იკითხა: ჩანთაში რაიმე მჭრელი ან იარაღი, ან აკრძალული რამ ხომ არ გიდევთო.

გაკვირვებულმა ვკითხე, რა ხდება, არაფრის შემოწმება არ მიმდინარეობს და ამ კითხვაზე ხომ შეიძლება სწორი პასუხი არ გაგცენ-თქო.

მიპასუხა, რა ვიცით. ადმინისტრაციამ ასე გადაწყვიტა დროებითო...

ნეტა რას ელოდებიან?", - წერს მანანა სოტკილავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×