ია აბულაშვილი
05.10.2018

 "დადაგა დრო გაერთიანებისა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიულ წესებს და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას და ღირსეულ მომავალს" - ასე მიმართა ოპოზიური გაერთიანების "ძალა ერობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რესპულიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს, რომელსაც გაერთიანება შესთავაზა.

თავის ფეისბუქზე იგი ასევე წერს, რომ ლევან ბერძენიშვილს ყოველთვის თვლიდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლების მებრძოლ პატრიოტად.

გრიგოლ ვაშაძეს უკვე გამოეხმაურა ლევან ბერძენშვილი, რომელიც აცხადებს, რომ რესპულიკური პარტია გაერთიანებას არვისთან აპირებს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არცერთ კანდიდატს არ უჭერს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×