"ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, რაც ხდება და შეფასება მისცეს ამ მოვლენებს" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო მოვლენებთან დაკავშირებთი გაესაუბრა.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით "ომეგა ჯგუფის" დამფუძნელის ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილთან და სამთავრობო წრეებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი თქმით, ბიზნესის წართმევითა და დაშანტაჟებით არიან დაკავებული?
პაატა ზაქარეიშვილი: ისეთ შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ სკანდალთან დაკავშირებით თითქოს ყველა თავის წილ სიმართლებს ამბობს ან ვერ ამბობს, თუმცა ფაქტია, რომ მათი განცადებები უფრო მეტ კითხვებს აჩენს. პირადად მე კითხვები მაქვს ოქუაშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ "ოცნების" მინისტრებს გარკვეული ლიმიტი ჰქონდათ. მეც ვიყავი მინისტრი და ჩემი ხელფასის გარდა არც ერთი თეთრი ზედმეტი არ ამიღია, არანიარი ლიმიტით მე არ მისარგებლია, ეს კაცი ჩემს თვალში ცრუობს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას ამ პროცესში, ამას სრულიად გამოვრიცხავ. მე მას ვიცნობ და ისიც კარგად მახსოვს, როგორი მძაფრი იყო მისი დამოკიდებულება და რამდენად მიუღებელია მისთვის კორუფციის თემა. ბიძინა ივანიშვილი ძალიან უფრთხილდება თავის რეპუტაციას, მას მართლაც უნდა, რომ ქვეყანას დაეხმაროს. არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულ ოცნებასთან" მიტმასნილი ხალხი ცდილობს მისი სახელი და რეპუტაცია შელახოს. ჩემი აზრით, მან თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, რაც ხდება და შეფასება მისცეს ამ მოვლენებს.
"რ": ექსპერთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
პ.ზ: რა თქმა უნდა, ბოლო მოვლენები ძალიან ვნებს წინასაარჩევნო გარემოს, ორივე მხარე ცდოლობს ერთმანეთი ჩაძიროს, რაც მოქმედებს საზოგადოებაზე. მოვლენები ისე მძაფრად ვითარდება, რომ არ გამოვრიცხავ სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს.
"რ": სააკაშვილმა უკვე დაიქადნა, რომ ივანიშვილი რევოლუციას მიიღებსო?
პ.ზ: სააკაშვილს არანაირი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, მითმეტეს მოაწყოს რევოლუცია, ის არის დამნაშავე და პასუხი უნდა აგოს.
"რ": გრიგოლ ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს გაერთიანება შესთავაზა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით?
პ.ზ: ეს არის აშკარა აღიარება იმისა, რომ "ნაცმოძრაობას" ძალიან უჭირს და ცუდად აქვთ საქმე, უნდათ რომ საზოგადოებაში პოპულარულ ადამიანებს ამოეფარონ.