ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში 1932-1933 წლების შიშმშილი საბჭოეთის ლიდერის, იოსებ სტალინის მიერ უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ვებგვერდზე არსებული შეტყობინება იუწყება.
რეზოლუციას საფუძვლად დაედო ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო კომისიის მიერ 1988 წლის 22 აპრილს გაკეთებული დასკვნები.
სენატი აღიარებს 85 წლის წინ უკრაინაში გამეფებულ შიშმშილს დანაშაულად და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებსა და გადარჩენილებს. ამერიკა მიესალმება ამ შიმშილის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გავრცელებას.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები გმობს საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინელის ხალხის უფლებების სისტემურ დარღვევასა და აღიარებს 1988 წლის კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ იოსებ სტალინმა და მისმა გარემოცვამ 1932-1933 წლებში უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდი მოაწყვეს.
პროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო 20-მა სენატორმა, მათ შორის იყვნენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები.
ამერიკაში უკრაინის საელჩომ მადლობა გადაუხადა სენატორებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე ე.წ. გოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება.
შეგახსენებთ, რომ "გოლოდომორი" უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე აღიარებულია ამერიკის 12 შტატში.