რეზონანსი
05.10.2018

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე სექტემბრის დასაწყისიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით 111-ჯერ ფიზიკურმა, ხოლო ერთხელ იურიდიული პირმა გაიღო 442691,21 ლარის ოდენობის შემოწირულობა. შპს “ავტოჰაუსი -რუსთავი 2011”-ის მიერ გაღებული შემოწირულობა 30 000 ლარია. აღნიშნული შპს თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს გიორგი უდესიანმა და დავით ხამაშურიძემ (იყო ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), შემდეგ გიორგი უდესიანმა გაასხვისა თავის კუთვნილი წილი პანამაში რეგისტრირებულ “ტრეიფორს ჰოლდინგ”-ზე 111 შემოწირულობიდან 4 არაფულადი სახისაა (10 150 ლარის ტოლფასი). 107 ფულადი შემოწირულობა გაიღო 105 ფიზიკურმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ნაცმოძრაობას მხოლოდ 200 ლარი შესწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×