რეზონანსი
06.10.2018

 ცნობილი საოპერო მომღერალი, სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში, მომღერალი საავადმყოფოში მკურნალობდა.  მას ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. კაბალიეს 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.

მონსერატ კაბალიეს საოპერო კარიერა 50 წელს ითვლის. მისი წარმოდგენები იმართებოდა „მეტროპოლიტენ ოპერაში“, სან ფრანცისკოსა და ვენის ოპერის სახელმწიფო თეატრებში.

საოპერო მომღერალი ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ „ქუინის“ ვოკალისტ ფრედი მერკურთან ერთად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×