პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორმა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა აუცილებდა უნდა მოახდინოს რეაგირება იმ სიძულვილზე, რომელიც ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„როცა სიძულვილის ენა არის გამოყენებული ქალის მიმართ. ალბათ საჭიროა ვინც ქალთა უფლებებს იცავს, ამაზე რეაქცია ჰქონდეს. მე მსგავსი რეაქცია არ მომისმენია.
„მეორეს მხრივ, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარებს, მიდის ცილისწამება, რომელსაც არა აქვს საფუძველი. მზად ვარ შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან მე არა თუ დიდ პატივს ვცემ არასამთავრობო სექტორს, არამედ, როგორც პრეზიდენტს, დამჭირდება მათთან ურთიერთობა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
არასამთავრობო ოგანზიაცია „საერთშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არასდროს ჰქონია პირადად მასთან კომუნიკაციის პრობლემა და მზად არის შეხვდეს.
„ჩვენ ნებისმიერ კანდიდტთან შეხვედრა შეგვიძლია. თავად სალომე ზურაბიშვილს, როდესაც რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, იგი ჩემს ოფისში ყოფილა და იცის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართიც და ტელეფონიც.
„რაც შეეხება იმას, რომ მას, როგორც ქალ კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ, მახსენდება მხოლოდ ორი განცხადება, რომელიც არასამთვრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს სალომე ზურაბიშვითან დაკავშირებით: ერთი იყო ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც მან სამცხე-ჯავახეთში გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას მეც ვეთანხმები. მეორე განცხადება გააკეთა ქალთა ორგანიზაციამ, რომელთა მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე არ მივიდა სალომე ზურაბიშვილი, სადაც მას უნდა ესაუბრა ქალთა პრობლემებზე და ქალის მონაწილეობაზე პოლიტიკაში.
„რაც შეეხება სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ პირის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, თუ ამას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი, მეც ვთლი, რომ სამწუხარო რეალობაა პირს თუ ეთიკური ნორმების დარღვევით აკრიტიკებენ. მეც ქალი ვარ და დღე არ გავა რომ არ გამლანძღონ. სამწუხაროდ, საჯარო პირს ამ რეალობაში უწევს მუშაობა“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.