(რეზონანსი) რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი საცოლე ნანუკა გუდავაძე თაფლობისთვეს აგრძელებენ და გულშემატკივრებს ახალ-ახალი ფოტოებითაც ანებივრებენ.
წყვილის ნიშნობის შესახებ 18 სექტემბერს გახდა ცნობილი, როცა ბერა ივანიშვილმა ინსტაგრამის პირად გვერდზე განთავსებული ფოტოთი შეატყობინა საზოგადოებას ახალი ამბავი.
ბერამ და ნანუკამ რამდენიმე დღეს სიყვარულის ქალაქში, პარიზში გადაინაცვლეს, შემდეგ კი, როგორც მათი ინსტაგრამის ფოტოებით ირკვევა, ზღვისპირეთში გადაინაცვლეს. უცნობია, სად ატარებენ ახალგაზრდები თაფლობისთვეს, თუმცა შესაძლოა ისინი ივანიშვილების შეკვეთილის რეზიდენციაში არიან.ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელეს. ერთი ფოტო ნანუკამ ასე დაასათაურა: ,,თბილი კოცნა მზის ჩასვლისას..." .
ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ფოტოები ძალიან რომანტიკულია და წყვილს ბედნიერებას უსურვებენ.
მოდელ ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის სასიყვარულო ურთიერთობა რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

ამბები.ჯი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე