თამარ შუკვანი
07.10.2018

 „თბილისელი კაცი მე ვარ, გივი სიხარულიძე. თბილისში დაბადებული და გაზრდილი. თბილისობა ჩემთვის არის რიტუალი, რომელიც ოდითგან მოდის. რაც შეეხება დღევანდელ თბილისობას, ის ჩემთვის ცოტა გულისამრევიც კია,“ - განუცხადა „რეზონანსს“ მწერალმა და მსახიობმა გივი სიხარულიძემ.

იგი თბილისის საპატიო მოქალაქეების არჩევის წესსაც აკრიტიკებს.

„თბილისელობას ანიჭებენ ვიღაცეები... თბილისის საპატიო მოქალაქეს თბილისელები უნდა ირჩევნდენენ და არა რამდენიმე კაცი, კომისია და ა.შ. არ არის ეს სწორი. თბილისის საპატიო მოქალაქეს უნდა ირჩევდეს ხალხი და არა ვიღაცა 15-20 კაცი,“ - აღნიშნა სიხარულიძემ.

მისი თქმით, თბილისობამ ძველი ხიბლი და ბუნებრიობა დაკარგა, რაც მისთვის მიუღებელია.

„რაც შეეხება დღევანდელ თბილისელობას, ქუჩაში ეს ყველაფერი ხალხის მოტყუება უფროა, ვიდრე თბილისობა. კონცერტებზე ვხედავთ  ერთი და იგივე სახეებს, არ შეიძლება ასე. ყველაფერი არის დადგმა და ის, რაც დადგმით არის, არაფერი არ ვარგა. თბილისობის დროს ყველაფერი უნდა იყოს ნატურალური, ნატურალიზმი კი დაკარგა ყველაფერმა,“ - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×