ბრიტანული ყოველკვირეული გაზეთი „თაიმსი“ წერს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში სერიოზული ესკალაციის შემთხვევაში, ბრიტანეთი უფრო პროპორციული რეაგირებისთვის ემზადება, მაგალითად, მოსკოვის ენერგო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევის განსახორციელებლად.
როგორც გამოცემა უსაფრთხოების სამსახურის მაღალი ეშელონებიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბრიტანელმა სამხედროებმა გაიარეს მომზადება მოსკოვში ელექტროენერგიის გამორთვისთვის მასიური კიბერთავდასხმის ჩატარებაზე, მათ შორის „კრემლში შუქის გამორთვის“ შესაძლებლობაზეც, თუკი რუსეთი გადაწყვეტს ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას დაესხას თავს და ეს ბრიტანეთს საშუალებას მისცემს უპასუხოს მოსკოვს ვითარების ნეგატიური განვითარების შემთხვევაში.
გარდა ამისა „თაიმსი“ განიხილავს შესაძლო ესკალაციის ვარიანტებსაც: რომ შესაძლოა რუსეთი შეიჭრას ესტონეთის კუთვნილ კუნძულებზე და ამით შეამოწმოს ნატო-ს ქვეყნების ერთგულება მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომლითაც ნატო-ს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ბლოკზე თავდასხმად მიიჩნევა; ასევე ნახსენებია ლიბიაში შეჭრა, ან არალეგულარული ჯარის ნაწილების გამოყენება ბრიტანელ სამხედროებზე თავდასხმისთვის.
„რუსეთი განაგრძობს დასავლური დემოკრატიის დამხობის მცდელობას. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ჩვეულებრივ ომს დაიწყებენ, მაგრამ არის ესტონეთის კუნძულები, რომლის ხელში ჩაგდებაც შეიძლება განიზრახონ, რომ ნატოს მხრიდან მეხუთე მუხლის მიმართ ერთგულება შეამოწმონ“, - აცხადებს გაზეთი ერთ-ერთი წყარო.