რეზონანსი
07.10.2018

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე. 19 წლის ბიჭი რომელიც მოტოციკლს მართავდა,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ახტა და ტროტუარზე მდგომ ხალხს დაუჯახა. შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.

"ინფორუსთავის" ცნობით, ადგილზე გამოიძახეს სასრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, ექიმებმა ერთ-ერთს ადგილზე გაუწიეს დახმარება და მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში აღარ გახდა საჭირო, ხოლო მოტოციკლისტი კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×