რეზონანსი
07.10.2018

 პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თავისი ყოფილი გუნდის წევრებზე ისაუბრა, ასევე ყოფილ პრემიერ ივანიშვილზე:

"მახსოვს ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება პატივცემულ ივანე ჩხარტიშვილისადმი და ნათქვამი, ეს რა კაცია, კარებს რომ ჩაუკეტავ, ფანჯრიდან შემოდისო. მახსოვს ამაზე ჩემი პასუხიც, ადექით და ფანჯარაც ჩაკეტეთ-მეთქი. ახლა ფსიქოანალიზს ვერ დავიწყებ, ალბათ ამის დროც მოვა. თვითონ ამბობს, რომ ამის სპეციალისტია და საკუთარ თავს შეხედოს. ფაქტია, რაღაცები დაემართა.

ჩემი დიაგნოზი ასეთია: დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა და მმართველობა, როგორც ჩანს, მას ვარდისფერ ფერებში წარმოედგინა, რომ ყველაფერს მარტივად დაალაგებდა: ერთი პარტია, ორი, სამი… თქვენ აქ, თქვენ – იქ და ახლა ყველა თავისუფალი ხართ, ოღონდ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მე მგონია სწორი და კარგიო… მერე დაინახა, რომ თუ თავისუფლებას მისცემ ადამიანებს, ისინი ამით ისარგებლებენ" - განაცხადა უსუსფაშვილმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×