რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) პოლიციამ პარიზში ბარბეს-როშეშუარის მეტროსადგურზე ყასბის დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა, რომელიც გამვლელებს თავდასხმით ემუქრებოდა. მუქარამდე ცოტა ხნით ადრე, მამაკაცი გამველებს სიგარეტს სთხოვდა.

ამ ფაქტს ორი პოლიციელი შეესწრო, რომლებმაც თავდამსხმელის ნეიტრალიზირება შეძლეს. დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.

დაკავებული მამაკაცს წარსულში მრავალრიცხოვანი დანაშაულები აქვს ჩადენილი და ის აქამდეც ჰყავდა პოლიციას დაკვირვების ქვეშ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×