რეზონანსი
08.10.2018

30 სექ­ტემ­ბერს ეთერ­ში გა­ვი­და გა­და­ცე­მა, სა­დაც ოდიშ­ვილ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე იხუმ­რა, თა­ნაც საკ­მა­ოდ უხამ­სად. ხუმ­რო­ბა კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას მოჰყ­ვა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ინგა გრი­გო­ლი­ას ეთერ­ში გა­ა­კე­თა და პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს და "მა­ესტროს" ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი უწო­და:

"2011-12 წლებ­ში, როცა "მა­ესტრო­ზე" გავ­ლე­ნა მო­ი­პო­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მათ შექ­მნეს ექ­სპერ­ტე­ბის სია და ერთ-ერთი გარე ექ­სპერ­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" იყო გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი" - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ვა­სი­კო ოდიშ­ვილ­მა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გა­ა­კე­თა იუ­მო­რის­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და­ახ­ლო­ე­ბით 5-წუ­თი­ა­ნი მო­ნო­ლო­გი მი­უ­ძღვნა:

"ე.ი. 2011-12 წლებ­ში "მა­ესტრო" იყო ნა­ცე­ბის და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­შას ექ­სპერ­ტი? ამას რომ ჰკი­თხო, შენ სად იყა­ვი მაგ დროსო, შე­იძ­ლე­ბა გი­პა­სუ­ხოს - მე 2013 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლიო და რო­გორ გინ­და და­ამ­ტკი­ცო, რომ ეგრე არ არის? არა­და ისე­თი რამ თქვა, ეჭვი მაქვს 2012 წლამ­დე ეს კაცი მარ­თლა არ არ­სე­ბობ­და... ფრთხი­ლად ირაკ­ლი, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბი... მე და "მა­ესტრო" ვი­ყა­ვით ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ და შენ იყა­ვი კარ­გი ბიჭი ხომ? მე და "მა­ესტროს" ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბას რო­გორ გვაბ­რა­ლებ შე ჩე­მის... 2014-იანო?" - თქვა მო­ნო­ლოგ­ში ოდიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×