ინგუშეთის დედაქალაქ მაგისში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ინგუშეთის და ჩეჩნეთის ხელმძღვანელების შეთანხმებას, ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილის ჩეჩნეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ სუნჟის რაიონი ჩეჩნეთისა და ინგუშეთისთვის წლების განმავლობაში სადაო საკითხი იყო, რადგან ორივე რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის.
აქციის მონაწილები მოითხოვენ, გადწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა საზოგადოების წევრებმაც მიიღონ. არ არის გაიორიცხული, რომ პარლამენტმა ეს საკითხი თავიდან განიხილოს. ექსპერტთა ვარაუდით კი შეიძლება ვითარება ინგუშეთში კიდევ უფრო დაიძაბოს.
"ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კადიროვმა შექმნა სამთავრობო კომისია ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ტერიტორიების ხელახალი გადანაწილების თაობაზე. არადა ამის შესახებ დადაგენილება ჯერ კიდევ 1993 წელს იქნა მიღებული ორი ქვეყნის ლიდერს შორის. გამოდის, რომ ეს შეთანხმება უხეშად დაირღვა.
"რა მიზანი ამოძრავებს კადიროვს ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, თუმცა, აქ ნავთობის სერიოზული მარაგებია და არ არის გამორიცხული, რომ ეკონომიკურ საკითხებსაც უკავშირდებოდეს.
"გუშინ ჩატარდა სახალხო კრება, საკმაოდ მრავალრიცხოვანი საზოგადოება ამ გადაწყვტილებას აპროტესტებს. ვერ გეტყვით, ვისი ხელი ურევია იმაში, რომ კვლავ დაიძაბოს სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში, ან რა თამაში მიდის? თუმცა გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის ხელი ერიოს. არც სიტუაციის დაძაბვას გამოვრიცხავ", - განაცხადა "რეზონანსთნ" ვახტანგ მაისაიამ.