რეზონანსი
08.10.2018

 თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:

„2011 წლის 17 მაისს, ლგბტ თემმა პირველად გაბედა რუსთაველზე მსვლელობა მოეწყო,მაშინ მეგობრებთან ერთად არ მივეცით ამის საშუალება. ერთ-ერთი ლგბტ აქტივისტის ისტერიის ჩაცხრობა მაშინ ერთი ალიყურით მომიწია. მეორე დღეს დამაკავეს და ადმინისტრაციული წესით 100-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს.

ეს დაკავება იან კელის უშუალო მოთხოვნით შედგა და როგორც მითხრეს, სასჯელის სიმსუბუქეც გაპროტესტდა. მაშინ საქართველოს მთავრობა ლგბტ-ს მხარდაჭერას აშშ-ს ზეწოლით ხსნიდა.

2011 წლის შემდეგ საქმე იქამდე მივიდა,რომ ლგბტ დემონსტრაციები უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება. გაუგებარია,ვისი ზეწოლით ამართლებს მათ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა ,როცა ამერიკაში ტრამპი რადიკალურ ზომებს ღებულობს ამ აგრესიული მიმდინარეობის წინააღმდეგ.

ახლა 15 წლის სერგო კაკაჩიას იგივე ალიყურისთვის 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მთავრობას, ეკლესიას, საპრეზიდენტო კანდიდატებს მოვუწოდებ გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ამ ბავშვისთვის პატიმრობის მისჯა იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლაქა ჩვენს უახლეს ისტორიაში. იმედია, კეთილგონიერებას გამოიჩენენ ისინი,ვისაც ეს ხელეწიფება და ახალ დაპირისპირებამდე არ მიიყვანენ საქმეს“, - წერს მანჯავიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×