რეზონანსი
08.10.2018

პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. ვასილენკო ამბობს, რომ მისი მეუღლის წინააღმდეგ შავი PR-ით არიან დაკავებულები, რაც მისი აზრით, მიმართულია იმისკენ, რომ პაატა ბურჭულაძემ ქვეყანა დატოვოს.

„არაფერი აქვთ სათქმელი. პირველ, რიგში, ჩვენ არ ვსარგებლობდით სახელმწიფო თანხებით, ის იყო კონკრეტული სპონსორებისგან, ვაკეთებდით შესანიშნავ პროექტებს. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა უდიდესი ადამიანები ფონდის წყალობით. ადამიანები, რომლებიც შავი პიარით არიან დაკავებული, ანადგურებენ არა მარტო პაატა ბურჭულაძის სახელს, არამედ საქველმოქმედო ფონდსაც. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს,“ - განაცხადა ვასილენკომ.

მოსამართლის თანდასწრებით ვასილენკოს დაკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×