
2018 წლის 31 ოქტომბერს ქართველ გამომგონებელთა კლუბის წევრები სამხრეთ კორეაში გაემზავრებიან. როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი წარადგენენ მფრინავ ავტომობილს და სხვა ქართულ გამოგონებებს.
ასევე, მიმდინარე წლის 27-29 სექტემბერს ქალაქ სტამბულში გამართულ დაჯილდოვებაზე მყოფ ქართველ გამომგონებლებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
1) გიორგი ბაცანაძე – ოქროს მედალი ინდონეზიის რესპუბლიკიდან,
2) ლევან ინასარიძე – ოქროს მედალი მოლდოვას რესპუბლიკიდან,
3) ომარ ბილონაშვილი – ვერცხლის მედალი თურქეთის რესპუბლიკა,
4) მარიამ ლაფერაშვილი – ბრინჯაოს მედალი თურქეთის რესპუბლიკა,
5) გიორგი ბაცანაძე – ბრინჯაოს მედალი თურქეთის რესპუბლიკა.