რეზონანსი
09.10.2018

 ძლიერი აფეთქება მოხდა უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 3 საათსა და 30 წუთზე ინფორმაცია მიიღეს, მე-6 არსენალის ხელმძღვანელისგან, რომ იჩნიას დასახლებულ პუნქტში, ჩერნიგოვის ოლქში აფეთქება მოხდა.

დაშავებულებზე და დაღუპულებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. აფეთქებით გამოწვეული ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×