რეზონანსი
09.10.2018

 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ისრაელში შვებულების გატარებას აპირებდნენ, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერიაში ადასტურებენ, თუმცა დამატებითი დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ამ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე ისრაელის მიგრაციის სამსახურმა უთხრა უარი. საქართველოს ოთხივე მოქალაქე ჯერ გადაიყვანეს სადეპორტაციო ცენტრში და დღეს კი სამშობლოში გამოამგზავრებენ.

რაც შეეხება სადეპორტაციო დაწესებულების პირობებს,  ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ის თანაბარია ყველასთვის და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×