ია აბულაშვილი
09.10.2018

 აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ავთანდილ მამედოვი და ელჩინ ნაზიმოვი აპირებენ საქართველოში დაარსონ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურდა განწყობილ აქტივისტებს დაიცავს. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების ცნობით, აზერბაიჯნში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვაკუუმი შეიქმნა. უფლებადამცვლებს ხელი ეშლებათ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, ისინი მუდმივად განიცდიან აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას, რის გამოც არაერთმა აქტივისტმა უკვე დატოვა ქვეყანა.

მათი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის შექმნა საშუალებას მისცემთ დაიცვან ის აქტივისტები, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნას განიცდიან.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, კანონის ფარგლებში ნებისმიერი ქმედების განხორციელება დასაშვებია, თუ ეს საზოგადოერვი ორგანიზაცია იმოქმედებს საქართველოს კანონის ფარგლებში და არ იქნება პოლიტიკური.

„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტინორია. ორივე ქვეყანა ერთმანეს აძლევს ერთმანეთის პოლიტიკაში ჩაურევლობის გარანტიას. თუ ეს ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია იმოქმედებს საქართველოს კანონის ფარგლებში და დაცული იქნება პოლიტიკისგან - შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციის გახსნა საქართველოში დაუშვებელია", - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×