რეზონანსი
09.10.2018

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობის ორ თვეში განახლება საპრეზიდენტო არჩევნებს არ უკავშირდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გარკვეული წრეები, მათ შორის „რუსთავი 2" ხელისუფლების მისამართით შავი პიარის აგორებაში დაადანაშაულა. "გავა ეს არჩევნებიც და ამის შემდეგ ნახავთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება. ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაქვს არც იმის დრო, არც იმის რესურსი, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ იმიტომ, რომ არჩევნები არის უკვე კარს მომდგარი და ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა მით უფრო, როდესაც ჩვენ წინააღმდეგ ასეთი შავი პიარი არის აგორებული ძალიან ბევრი წრის, პირველ რიგში, „რუსთავი 2-ის" მხრიდან, რაც არ ეკადრება არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და დემოკრატიულ საზოგადოებას,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×