ჯერჯერობით არ არის ცნობილი სინოდის სხდომა როდის გაიმართება, მაგრამ 12-13 ოქტომბერს სინოდის სხდომის ჩატარებას კიკეთის ეკლესიის წინამძღოლი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „რეზონანსთან“ საუბრისას გამორიცხავს.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სინოდის უახლოეს სხდომაზე პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის სასულიერო პირის წოდების ჩამორთმევაზე იქნება მსჯელობა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არც ადასტურებს და არც უარყოფს.
„სინოდის სხდომა 12-13 ოქტომბერს არ არის ჩანიშნული. როგორც წესი, სინოდის სხდომის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ხდება ცნობილი. ჯერ არ ვიცით რა საკითხები იქნება განხილული,“ - განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსალოდნელ სინოდის სხდომაზე, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერ უცნობია, ერთ-ერთი განსახილველი თემა ე.წ. ციანიდის საქმე იქნება. სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.