რეზონანსი
10.10.2018

 ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “რუსთავი2”-ის, სტუდია "მონიტორისა" და რადიო "თავისუფლების" მიერ მომზადებული ფილმი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სამსახურებში მათი მეუღლეები დაასაქმეს და დააწინაურეს.

“როგორც ჩანს, უკვე დასრულდა რუსთავი 2-თან რადიო თავისუფლების მიერთების მრავალსვლიანი ოპერაცია, რომლის პირველი ფაზა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის დავით კაკაბაძის ბულინგი იყო; ნათელი ხდება ამ ოპერაციის ამოცანაც.

სტუდია "მონიტორი" – რადიო "თავისუფლება" – "რუსთავი 2", სრულიად სამარცხვინო “შეტევაა” თქვენი მხრიდან. აღარც ქალთა უფლებების დაცვაზე ამოიღოთ ხმა, აღარც თანაბარ შესაძლებლობებზე და არც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. თავი რომ დავანებოთ, თქვენი “აღმოჩენილი” ნეპოტიზმი რამდენად სიცრუეა.

11 წელია ოჯახი გვაქვს მე და ქეთის. მთელი ეს დრო, არაერთხელ დამჭირდა მისი თანადგომა და რჩევა, მას კი, პრაქტიკულად არასოდეს უთხოვია ჩემთვის დახმარება, მით უმეტეს კარიერაში" - აცხადებს თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×